Belive

რომის მასტერსი | ბასილაშვილმა პირველ წრეში ევანსი დაამარცხა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსის პირველ წრეში დანიელ ევანსი დაამარცხა. ქართველმა ჩოგბურთელმა ბრიტანელ მეტოქეს 2 სეტში - 7:6; 6:2 მოუგო და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი პირველ სეტს 3:5-ს აგებდა, თუმცა გადამწყვეტ გეიმში ბრეიკი შეასრულა და საბოლოოდ, 5 გეიმში ზედიზედ გაიმარჯვა. დაპირისპირება 1 საათსა და 44 წუთს გაგრძელდა - ნიკოლოზმა შეხვედრაში 2 ეისის შესრულება მოახერხა. გარდა ამისა, 30 წლის ქართველის ანგარიშზე 35 ვინერსი და 36 უნებლიე შეცდომა იყო. ნიკოლოზი, რომელიც განახლებულ რეიტინგში 25-ე პოზიციაზეა, 1/16-ფინალში ლორენცო სონეგოსა (28) და დენის შაპოვალოვს (16) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები