Belive

რომის მასტერსზე ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს 31-ე ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის 1000-იან ტურნირს (The Italian Open) ორშაბათს, 10 მაისს, მატეო ბერეტინისთან (10) დაპირისპირებით დაიწყებს. იმ შემთხვევაში თუ ქართველი ჩოგბურთელი იტალიელის დამარცხებას შეძლებს, მისი მომდევნო მეტოქე ჯონ მილმანსა (42) და დუშან ლაიოვიჩს (38) შორის გამარჯვებული იქნება. ბასილაშვილს ბერეტინისთან ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი აქვს - 1:2. მატეო ბერეტინის დღეს მადრიდის მასტერსის ფინალი ელის - მსოფლიოს მე-10 ჩოგნის მეტოქე სტეფანოს ციციპასია. რომის მასტერსის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩა, რომელმაც გასულ წელს ფინალში დიეგო შვარცმანი დაამარცხა.

სხვა სტატიები