როტერდამის ტურნირის პირველ წრეში ბასილაშვილს ძლიერი მეტოქე შეხვდა

10 თებერვლიდან სტარტს აიღებს ATP-ის 500-იანთა თანრიგის ტურნირი როტერდამში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ქართველი ჩოგბურთელის ბადე ნიდერლანდებში უკვე ცნობილია. მსოფლიოს 27-ე ჩოგანს პირველ წრეში ძლიერი მეტოქე შეხვდა. ნიკოლოზი რუს, ანდრეი რუბლევს დაუპირისპირდება, რომელიც ამჟამად, მე-15 პოზიციაზეა.

რუბლევსა და ბასილაშვილს ერთმანეთთან 3-ჯერ უთამაშიათ. ნიკოლოზმა ჯერ დოჰაში დაამარცხა ანდრეი, შემდეგ კი – ჰამბურგის ტურნირის ფინალში აჯობა. ერთადერთი გამარჯვება რუსმა ცინცინატის მასტერსზე მოიპოვა.

ქართველი ჩოგბურთელი რუბლევიდ დამარცხების შემთხვევაში, 1/8 ფინალში ალექსანდერ ბუბლიკსა და საკვალიფიკაციო ეტაპიდან, ძირითად ბადეში გადმოსულ ერთ-ერთ ჩოგბურთელს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

(1898)

როტერდამის ტურნირის პირველ წრეში ბასილაშვილს ძლიერი მეტოქე შეხვდა

სტატიის ავტორი
-