Belive

რუბლევი: "ფედერერის დამარცხება საოცარი მომენტია"

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ცინცინატის მასტერსზე სენსაცია დაფიქსირდა - ანდრეი რუბლევმა როჯერ ფედერერი ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:4 დაამარცხა. 21 წლის ჩოგბურთელმა შვეიცარიელი ლეგენდის დამარცხების შემდეგ ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.

"საოცარი მომენტი იყო. კორტზე მყოფი ყველა ადამიანი ფედერერს გულშემატკივრობდა. იმედი მაქვს, ერთ დღეს მეც ასევე მიქომაგებენ," განაცხადა რუბლევმა. ცინცინატის მასტერსის ნახევარფინალში რუბლევი დანილ მედვედევს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები