Belive

საჩოგბურთო კვირა | 3 ტურნირი - 3 ჩემპიონი

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
გასულ კვირას საჩოგბურთო სამყაროში რამდენიმე ტურნირი ერთდროულად ტარდებოდა, სადაც არაერთი სუპერვარსკვლავი ასპარეზობდა.

როტერდამი



ტურნირის საპრიზო ფონდი - € 1,208,315 როტერდამის 500-ქულიანი ტურნირის ფინალში მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერი, სტეფანოს ციციპასი, კანადელ ოჟე-ალიასიმს დაუპირისპირდა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-9 საფეხურზეა. როტერდამის ტურნირის გამარჯვებული ფელიქს ოჟე-ალიასიმი გახდა, რომელმაც ფინალური მატჩი 2-სეტში, ანგარიშით - 6:4, 6:2, მოიგო.

დალასი



ტურნირის საპრიზო ფონდი - $ 708,530 დალასის 250-ქულიან ტურნირზე ძირითადად ამერიკელი ჩოგბურთელები იყვნენ წარმოდგენილნი, თუმცა არაერთი სანახაობრივი შეხვედრა შედგა. ტურნირი რეილი ოპელკას ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც ფინალურ ეტაპზე ჯენსონ ბრუკსბის სძლია.

ბუენოს აირესი



ტურნირის საპრიზო ფონდი - $ 602,250 ბუენოს აირესის 250-ქულიან ტურნირზე უმნიშვნელოვანესი ფაქტი მოხდა - კარიერის ბოლო მატჩი გამართა ლეგენდარულმა ხუან მარტინ დელ პოტრომ. ტურნირზე შესანიშნავად ითამაშა მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერმა, კასპერ რუდმა, რომელმაც საფინალო შეხვედრაში ადგილობრივი დიეგო შვარცმანი, 3-სეტში დაამარცხა.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ახალი კვირიდან სტარტი აიღო დოჰას 250-ქულიანმა ტურნირმა, რომლის მოქმედი ჩემპიონიც ნიკოლოზ ბასილაშვილია. ქართველ ჩოგბურთელს 250 ქულის დასაცავად მოუწევს ბრძოლა.

სხვა სტატიები