Belive

საინტერესო სტატისტიკა მსოფლიო რეიტინგის ლიდერების შესახებ

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საჩოგბურთო სამყაროს, ისევე როგორც სხვა უამრავ სპორტს, უამრავი თვალსაზრისით აქვს საინტერესო სტატისტიკური მაჩვენებლები. მსოფლიოს პირველი ნომერი უამრავი ჩოგბურთელი ყოფილა, თუმცა ყველაზე დიდხანს ამ პოზიციაზე როჯერ ფედერერი იმყოფებოდა - 310 კვირა. აღნიშნულმა სტატისტიკურმა მონაცემმა ყურადღება მიიპყრო იმის გამო, რომ რამდენიმე დღეში ამ მაჩვენებლის TOP 3-ში ცვლილება მოხდება. მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომრად გატარებული კვირების ოდენობა: 

1 - როჯერ ფედერერი - 310 კვირა

2 - პიტ სამპრასი - 286 კვირა 

3 - ივან ლენდლი - 270 კვირა 

4 - ნოვაკ ჯოკოვიჩი - 269 კვირა 

5 - ჯიმი კონორსი - 268 კვირა 

6 - რაფაელ ნადალი - 196 კვირა 

როგორც ხედავთ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ახლახან ჯიმი კონორსს გადაასწრო, ახალი კვირიდან ის ივან ლენდლს გაუთანაბრდება, 30 სექტემბერს კი ამ უკანასკნელსაც გადაასწრებს.

სხვა სტატიები