Belive

სამოყვარულო ტურნირი ჩოგბურთში | GTP Tour-ის ტურნირზე მონაწილეობა თითოეულ თქვენგანს შეუძლია

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
GTP Tour ანუ Georgian Tennis Players Tour არის ორგანიზაცია, რომელიც როგორც მოყვარულ, ასევე ყოფილ პროფესიონალ ჩოგბურთელთა შორის სამოყვარულო ხასიათის ტურნირებს ატარებს. ზემოთხსენებული ორგანიზაციის დამფუძნებლები აქტიურ რეჟიმში ცდილობენ, რომ ტურნირებს პერმანენტული ხასიათი ჰქონდეს. საყურადღებოა, რომ 2021 წელს უკვე ჩატარდა ტურნირი, რომელზეც საკმაოდ მასშტაბური საპრიზო ფონდი - 15,000 ლარი იყო გამოყოფილი.

ორგანიზაციის დამფუძნებლები, ლუკა სახვაძე და უტა კემულარია, ჩოგბურთის მოყვარულებს საინტერესო გამოწვევებს სთავაზობენ, მათ შორის აღსანიშნავია, რომ მომდევნო ტურნირი უკვე დაგეგმილია, რომლის თარიღიც 8-11 ივლისია.
GTP Tour-ის ეგიდით მზიურის კორტებზე, 8 - 11 ივლისს, გაიმართება საჩოგბურთო ტურნირი მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის ერთეულთა თანრიგში. მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 64 (სქესი შეზღუდული არ არის). კენჭისყრა გაიმართება ორშაბათს 5 ივლისს 20:00 სთზე, სატურნირო ბადე გამოქვეყნდება 6 ივლისს ხოლო ტურნირი სტარტს აიღებს 8 ივლისს 10:00-სთ-დან. რეგისტრაციის მსურველებმა დაგვიკავშირდით GTP Tour ის Facebook გვერდზე ან ტელ: 599166661 ; 599503773 . რეგისტრაციის ბოლო ვადა 5 ივლისი 11:00 სთ. რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს 50 GEL .
"ჯიტიპი ტურის ეგედით იმართება მორიგი ტურნირი, ამჯერად მხოლოდ მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის. დაგვიკავშირდა უამრავი ახალი და უცნობი მოყვარული ჩოგბურთელი, რომლებიც ამ ტურნირზეც მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირების ინტენსივობის მატებასთან ერთად, საგრძნობლად იზრდება მსურველთა რაოდენობაც და ამავდროულად კონკურენციაც, რაც ხელს უწყობს საქართველოში ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების დანერგვის პოპულარიზაციას, ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის", - აცხადებს ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლუკა სახვაძე. ამრიგად, ჩოგბურთის მოყვარულებს GTP Tour-ის საშუალებით არაერთი სასიამოვნო და საინტერესო გამოწვევა გელოდებათ წინ. აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ბოლოს დაგეგმილია ასევე სამოყვარულო ტურნირი, რომელიც ბათუმში გაიმართება.