Belive

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები პირველ ლიგაში დაბრუნდა (ვიდეო)

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ფედერაციის თასის გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფინეთი 2:1 დაამარცხა და პირველ ლიგაში ადგილი დაიბრუნა. დღე ეკო გორგოძის (205) წაგებით დაიწყო - 2:6; 4:6 - ქართველმა ჩოგბურთელმა, მოულოდნელად, მსოფლიოს 526-ე ჩოგანთან, ანასტასია კულიკოვასთან ვერაფერი გააწყო. ამის შემდგომ, ქართველმა ჩოგბურთელებმა ზედიზედ 2 გამარჯვება მოიპოვეს. გუნდის ლიდერმა, მარიამ ბოლქვაძემ ოონს ოპრანას 2 სეტში - 7:5; 6:4 მოუგო. გადამწყვეტ შეხვედრაში გორგოძისა და კალაშნიკოვას წყვილმა ფინური დუეტი მარტივად დაამარცხა - 6:4; 6:3. ამრიგად, საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფედერაციის თასის ევროპა/აფრიკის პირველ ჯგუფში გადაინაცვლა.

სხვა სტატიები