Belive

სარდინიას ტურნირის 1/4-ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
სარდინიაში მიმდინარე 250-ქულიან ტურნირზე, საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 37-ე ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობს. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი რაუნდი ჯოზეფ კოვალიკის წინააღმდეგ გამარტული დრამატული ორთაბრძოლის შედეგად დაძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე 3-სეტში, ანგარიშით 4:6; 6:4; 7:5 დაამარცხა. იტალიური ტურნირის მეორე ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 41-ე ნომერი, ჟან-ლენარდ შტრუფი იქნება. ნიკოლოზსა და შტრუფს შორის აქამდე 6 შეხვედრაა ჩატარებული, საიდანაც 4 შემთხვევაში ჩვენმა მომავალმა ოპონენტმა იმარჯვა, ორჯერ კი წყვილის გამარჯვებულის ამპლუა ბასილაშვილმა მოირგო. შეხვედრა 9 აპრილს, თბილისის დროით 13:00-ზეა ჩანიშნული.    

სხვა სტატიები