Belive

სასიამოვნო სიახლე როლან გაროსის ორგანიზატორებისაგან

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში ყველანაირი დაგეგმილი სპორტული ღონისძიება თავდაყირა დააყენა, მათ შორისაა საჩოგბურთო სამყაროს 4 ყველაზე დიდი ტურნირიდან ერთ-ერთი - საფრანგეთის ღია პირველობა.

პანდემიის გამო, როლან გაროსის ჩატარების თარიღმა გაზაფხულიდან შემომდგომამდე გადაინაცვლა. თავდაპირველად ტურნირის ორგანიზატორებმა დააანონსეს, რომ ტურნირი 20 სექტემბერს დაიწყებოდა და 4 ოქტომბრის ჩათვლით გასტანდა, თუმცა შემდგომი გადაწყვეტილების თანახმად ფრანგულ ასპარეზს 27 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე ინტერვალში ვიხილავთ.

ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ საფრანგეთის ღია პირველობის თარიღის ცვლილების ერთ-ერთი მიზანი ისიც გახლდათ, რომ ტურნირს მაყურებლის გარეშე არ ჩაევლო და როგორც ჩანს მათ ეს ყველაფერი მოახერხეს კიდეც.

  რამდენიმე კვირის წინ როლან გაროსის ოფიციალურმა გვერდზე განთავსდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურნირი მაყურებლის თანდასწრებით ჩატარდებოდა. რამდენიმე საათის წინ ტურნირის ორგანიზატორებმა ჩოგბურთის მოყვარულებს სასიხარულო ინფორმაცია აცნობეს. კორონავირუსის გამო ბილეთები საგრძნობი ფასდაკლებით გაიყიდება. რაც შეეხება მაყურებელთა რაოდენობას, თითოეულ თამაშზე კორტზე არსებული ადგილების 50-60% გაიყიდება, რათა დამსწრე საზოგადოებამ დისტანცირებულად ყოფნა შეძლონ.

სხვა სტატიები