Belive

სასწრაფოდ: ენდი მარი ჩოგბურთში ბრუნდება!

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მარი ჩოგბურთში ბრუნდება. ის ორ კვირაში წყვილთა თანრიგში იასპარეზებს "Fever-Tree Championships"-ზე დედოფლის კლუბში (QUEEN'S CLUB). 32 წლის მარის ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ არ უასპარეზია, იანვარში ოპერაციაც კი გაიკეთა და სარეაბილიტაციო მომზადება დაიწყო. "BBC"-ის კორესპონდენტი რასელ ფიულერი ამბობს: "ის ჯერჯერობით ერთეულთა თანრიგისთვის მზად არაა, მაგრამ შესაძლოა ეს დასაწყისი იყოს. ის მხოლოდ ორი კვირაა რაც სრულფასოვან ვარჯიშს დაუბრუნდა. ეს საუკეთესო საშუალებაა, რომ შენი თავი გამოსცადო, ვინ იცის რა იქნება მომავალში". ტურნირი ლონდონში 17 ივნისს აიღებს სტარტს - უიმბლდონამდე ორი კვირით ადრე. ასევე, მარიმ განაცხადა, რომ შესაძლოა წყვილთა თანრიგში უიმბლდონზეც კი იასპარეზოს, თუმცა ერთეულთა თანრიგში თამაში წელს გამორიცხა.

სხვა სტატიები