Belive

სენსაცია - ჯოკოვიჩი ავსტრიაში 42-ე ჩოგანთან განადგურდა

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე 500-იანთა ტურნირის მეოთხედფინალში წლის სენსაცია დაფიქსირდა - მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ლორენცო სონეგოსთან 2 სეტში - 2:6; 1:6 დამარცხდა. იტალიელმა ჩოგბურთელმა, რომელიც რეიტინგის 42-ე ნომერია, უძლიერესი მეტოქის წინააღმდეგ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. რაც შეეხება ნოვაკს, ის სონეგოს წინააღმდეგ საშინლად გამოიყურებოდა  - 33 წლის ჩოგბურთელმა მხოლოდ 7 ვინერსი მიითვალა და 25 უნებლიე შეცდომა დაუშვა. სონეგო ვენის ტურნირის ნახევარფინალში გრიგორ დიმიტროვსა და დანიელ ევანსს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები