Belive

სენსაციებით სავსე დღე ქალთა ჩოგბურთში

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
17 ოქტომბერი ქალთა ჩოგბურთისთვის სენსაციებით სავსე აღმოჩნდა.  WTA ლუქსემბურგი: საკუთარ შეხვედრაში დამარცხდა კარლა სუარეს-ნავარო, რომელიც ეჟენი ბუშარს ხვდებოდა და 2 სეტში ანგარიშით - 6:0,6:1 განადგურდა. მსოფლიო რეიტინგის მე-13 ნომერი გარბინ მუგურუზა უკრაინელ იასტრემსკას დაუპირისპირდა, რომელთანაც მხოლოდ 5 გეიმის მოპოვება მოახერხა. 6:2, 6:3 - იასტრემსკას სასარგებლოდ. WTA მოსკოვი: ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ტუნისელმა ონს ჟაბერმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 101-ე ნომერია - იგი ამერიკელ სლოან სტივენსს დაუპირისპირდა და უშანსოდ, 2 სეტში, ანგარიშით 6:3, 6:2 დაამარცხა. ჟაბერისა და სტივენსის შეხვედრა ერთმა კურიოზულმა გაამრავალფეროვნა - კორტზე კატა შევიდა, რომელიც რამდენიმე წამი დასეირნობდა. 34 წლის ვერა ზვონარევამ, მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერი კარი პლისკოვა 2 სეტში, ანგარიშით - 6:1, 6:2 დაამარცხა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ რუსი ჩოგბურთელი შესანიშნავად გამოიყურებოდა - ბრწყინვალე ფორჰენდებით და ძალიან კარგი ტაქტიკური მოქმედებებით.  

სხვა სტატიები