Belive

სერენა უილიამსი: "ჩემი გული გატეხილია, მიზეზი კი ოლიმპიაა"

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
რამდენიმე წლის წინ მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი სერენა უილიამსი დაოჯახდა, რის შემდეგაც მას შვილი შეეძინა, სახელად - ოლიმპია. ერთ-ერთ უცხურ მედიაგამოცემასთან ინტერვიუს დროს სერენამ განაცხადა, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი შვილია და გამოთქვამს გულისტკივილს იმასთან დაკავშირებით, რომ პროფესიონალური საჩოგბურთო კარიერა არ აძლევს საშუალებას საკუთარ შვილთან ერთად გაატაროს სრული დრო. "როდესაც საკუთარი შვილის პირველ ნაბიჯებს ვერ ნახულობ, ეს ძალიან დიდი სტრესია. ოლიმპიამ პირველი ნაბიჯები ჩემ გარეშე გადადგა, რამაც ჩემი გული დაამსხვრია, ეს კი მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ საკუთარი თავი ჯერ კიდევ გადადებული მაქვს ჩოგბურთისთვის", - განაცხადა 37 წლის ლეგენდარულმა ამერიკელმა. შეგახსენებთ, რომ სერენა უილიამსი კორტს რომში დაუბრუნდება, ტურნირი 6 მაისს აიღებს სტარტს.  

სხვა სტატიები