Belive

სერენა უილიამსი სლემის მთავარ ფავორიტად მოიაზრება

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ამერიკის ღია პირველობაზე საკუთარი პირველი შეხვედრა გამართა მსოფლიო რეიტინგის 26-ე ნომერმა სერენა უილიამსმა, რეიტინგში მისი დაქვეითება ჩაგდებული 1 წლის დამსახურებაა, რომელიც სერენას ორსულობის გამო მოუწია. ამერიკელი საკუთარ ქვეყანაში პოლონელი მაგდა ლინეტის პირისპირ წარსდგა და საათსა და 11 წუთში, ძალიან მარტივად 2 სეტში - 6:4, 6:0 იმარჯვა. მსოფლიო რეიტინგის ყოფილ პირველ ნომერს სერენა უილიამსს შემდეგი შეხვედრა 30 აგვისტოს, თბილისის დროით 03:00 საათზე აქვს, სადაც მისი მეტოქე გერმანელი კარინა ვიტჰოფტი იქნება.

სხვა სტატიები