Belive

სერენა უილიამსი: "თავს დაუფასებლად ვგრძნობ"

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
თანამედროვე ეპოქაში აქტიურადაა დაყენებული რასიზმისა და სექსიზმის საკითხის პრობლემა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება, სერენა უილიამსმა დააფიქსირა. ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა Vogue-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ გამომდინარე მისი კანის ფერისა და სქესისა, ის გაცილებით უფრო დაბალანაზღაურებადი და დაუფასებელია ვიდრე ეს ყველაფერი საპირისპირო მონაცემების შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო. 23-გზის დიდი სლემის გამარჯვებული, თავის წილად საკმაოდ ხშირად საუბრობს რასიზმისა და სექსიზმის პრობლემაზე. ჩოგბურთელის თქმით, ის თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს იმით, რომ "მშვენიერ ფერკანიან ქალბატონს" წარმოადგენს, მაგრამ მიიჩნევს, რომ მას საჩოგბურთო სამყაროში ამის გამო სხვაგვარად უყურებენ და ექცევიან.
"ფერადკანიანი ადამიანების ცხოვრება სირთულეებითაა აღსავსე, გამომდინარე იქედან, რომ თანამედროვე სამყაროში სამწუხაროდ კვლავ არსებობს რასიზმის პრობლემა. ის, რომ დღევანდელ რეალობაში ოდნავ უფრო კარგი სიტუაციაა რასიზმისა და სექსიზმის ჭრილში, მხოლოდ ტექნოლოგიების განვითარების დამსახურებაა. სოციალური ქსელების საშუალებით უმცირესობაში მყოფ ადამიანებს აქვთ საკუთარი ხმა, რომელსაც აწვდენენ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებს"  "ფერადკანიანი ადამიანები წლების განმავლობაში იტანდნენ დამცირებასა და დაჩაგვრას - თუმცა, დღეს არსებობს თუნდაც სმარტფონი, რომელიც ფაქტობრივად ყველა ადამიანს აქვს და იძლევა საშუალებას, რომ საჭიროების შემთხვევაში ფოტო/ვიდეო მასალა არსებობდეს იმის, რაც არ უნდა ხდებოდეს" "იმის გამო, რომ ჩემი კანის ფერი შავია და ჩემი სექსი მდედრობითი, გაცილებით დაბალანაზღაურებადი ვარ, ვიდრე ეს საპირისპირო მონაცემების შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო. შესაბამისად თავს დაუფასებლად ვგრძნობ", - აცხადებს სერენა უილიამსი.
სერენა უილიამსი გასულ კვირაში, პანდემიის პირობებში მიმდინარე საფრანგეთის ღია პირველობაზე ასპარეზობდა. წარმატებული პირველი რაუნდის შემდეგ, 38 წლის ამერიკელი ტურნირიდან ტრავმის მიზეზით მოეხსნა. ცნობისთვის, მსგავსი პრობლემა დედამიწის თითქმის ყველა კუთხეში არსებობს, ამის აღმოფხვრის ერთგვარი მაგალითი კი მსოფლიო სამყაროს ინგლისისა და ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებებმა მისცეს. აღნიშნული ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების გადაწყვეტილებით, მამაკაცებიც და ქალებიც, ნაკრებში ჩატარებული მატჩებისათვის, ზუსტად იდენტურ ანაზღაურებას იღებენ.  

სხვა სტატიები