Belive

სერენა უილიამსის ისტორიული რეკორდების შანსი

3 წლის წინ ჩოგბურთი
3 წთ
სერენა უილიამსი საყოველთაოდ ცნობილი სპორტსმენი ქალბატონია, რომელმაც საკუთარი თავი ჩოგბურთის ისტორიაში სამუდამოდ და ყოველმიზეზგარეშე ოქროს ასოებით ჩაიწერა.  ამერიკელი ჩოგბურთელის ანგარიშზე არაერთი სარეკორდო მაჩვენებელია. ჩოგბურთის ექსპერტების უდიდესი ნაწილი სერენას ერთპიროვნულად ქალთა ჩოგბურთის "ყველაზე დიდ" მოთამაშედ მიიჩნევს. უილიამსის ანგარიშზე 23 დიდი სლემის ტურნირია, რომელიც თანამედროვე ჩოგბურთში ფაქტობრივად ენით აღუწერელი მიღწევაა. მხოლოდ ერთი ქალბატონია ჩოგბურთის ისტორიაში ისეთი ვისაც მასზე უკეთესი შედეგი აქვს, არამხოლოდ ქალთა თანრიგში არამედ ჩოგბურთის ისტორიაში - ეს გახლავთ მარგარეტ კორტი, რომელმაც დიდი სლემის ტურნირები 24-ჯერ "დალაშქრა".
serena williams
38 წლის სერენამ, რომელიც 26 სექტემბერს 39 წლის გახდება, უახლესი ინფორმაციის თანახმად 2020 წლის ამერიკის ღია პირველობაზე თამაში ოფიციალურად დაადასტურა. ტურნირი 31 აგვისტოს აიღებს სტარტს და ამერიკელ ჩოგბურთელს ექნება შანსი, რომ სამშობლოში აღნიშნული ტურნირის მოგების შემთხვევაში მარგარეტ კორტს წამოეწიოს და ყველა დროის საუკეთესო შედეგი გაიმეოროს.
"ალბათ არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ ჩოგბურთი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია - ძალიან ვწუხვარ, რომ მალე დადგება დრო როდესაც კორტიდან ტრიბუნებზე გადავინაცვლებ. ჩემი მიზანი ყოველთვის და შეუჩერებლად გამარჯვებისკენ სწრაფვაა", - სერენა უილიამსი.
აქვე აღვნიშნოთ, რომ სერენას კიდევ ერთი, ამჯერად უკვე ერთპიროვნული რეკორდის დამყარების შანსი ექნება. მოგეხსენებათ, რომ 2020 წელი ახალი დეკადის საწყისი თარიღია, სერენა კი ჩოგბურთის ისტორიაში ერთადერთია ვისაც ექნება შანსი, რომ დიდი სლემის ტურნირის მოგების შემთხვევაში პირველი სპორტსმენი გახდეს ვისაც ეს ყოველივე 4(!) დეკადის განმავლობაში ექნება გაკეთებული. პირველი დიდი სლემის ტიტული სერენამ 1999 წელს საკუთარ სამშობლოში მოიპოვა და მას შემდეგ მისი მძვინვარება ფაქტობრივად არ შეჩერებულა. სერენას მონაგარი დიდი სლემის ტურნირებზე: ავსტრალიის ღია პირველობა: 7 ტიტული საფრანგეთის ღია პირველობა (როლან გაროსი): 3 ტიტული უიმბლდონი: 7 ტიტული ამერიკის ღია პირველობა: 6 ტიტული  
როდესაც რეკორდებზეა საუბარი და თანაც შემსრულებლის გვარი უილიამსია, აუცილებლად უნდა აღინიშნოს მეორე ასევე ჩოგბურთის ისტორიაში ჩაწერილი ვენუს უილიამსი, რომელმაც 7 დიდი სლემის ტიტული მოიგო, აქედან 5 უიმბლდონია. უილიამსების ოჯახი ჩოგბურთის ისტორიაში დიდი ალბათობით განუმეორებელი რეკორდის მფლობელია, მათ ერთეულთა თანრიგში, ჯამში 30 დიდი სლემის ტიტული მიისაკუთრეს.

სხვა სტატიები