Belive

სერენა უილიამსმა ავსტრალიის ღია პირველობიდან გამოვარდნის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ქალთა ერთეულთა თანრიგის ლეგენდარული მოთამაშე სერენა უილიამსი, 39 წლის ასაკში 2021 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირზე, ავსტრალიია ღია პირველობაზე, შესანიშნავად ასპარეზობდა. მიუხედავად იმისა, რომ სერენა საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებოდა, ნახევარფინალურ ეტაპზე მისი მეტოქე თანამედროვე ჩოგბურთის იაპონელი ვარსკვლავი, ნაომი ოსაკა, მასზე ძლიერი აღმოჩნდა. ოსაკამ სერენას დამარცხება საათსა და 16 წუთში, 2 სეტში, ანგარიშით 6:3; 6:4, მოახერხა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე სერენა უილიამსმა ცრემლები ვერ შეიკავა.
"ჩემთვის დღევანდელი დღე, დიდი შეცდომების დღე იყო" "ჩემსა და ოსაკას შორის დღევანდელ შეხვედრაში მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი შეცდომები იყო, რომელსაც მე ვუშვებდი, ის კი არა. გულწრფელი რომ ვიყო, ამ ტურნირზე გამარჯვების მიღწევა საკმაოდ რეალურად მეჩვენებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ეს ყოველივე ვერ შევძელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი. უამრავი შესაძლებლობა მქონდა, რომ კონკრეტული ქულები ჩემს აქტივში მიმეთვალა, თუმცა უმარტივეს შეცდომებს ვუშვებდი", - აცხადებს ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი.
ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში, ნაომი ოსაკას მეტოქე, მსოფლიო რეიტინგის 24-ე ნომერი, ჯენიფერ ბრედი იქნება.  

სხვა სტატიები