Belive

სერენა US OPEN-ზე ითამაშებს

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ამერიკის ღია პირველობის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი სერენა უილიამსმა თავის მხრივ მცირედით, თუმცა მაინც ჩაახშო. გამომდინარე კორონავირუსის პანდემიიდან ტურნირის ორგანიზატორებს საკმაოდ მკაცრი რეგულაციების თანხლებით მოუწევთ ტურნირის ჩატარება, რომლის გამოც სერენა უილიამსის გუნდის წამომადგენელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შესაძლოა ვეტერან ჩოგბურთელს US OPEN-ზე მონაწილეობა არ მიეღო. ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამერიკის ღია პირველობაზე მონაწილეობას მიიღებს:
"მიუხედავად იმისა, რომ ტურნირზე გულშემატკივრები არ იქნებიან, რაც ძალიან დასანანია, მოუთმენლად ველი ნიუ იორკის ასპარეზის დაწყებას", - განაცხადა 38 წლის უილიამსმა.
როგორც ცნობილია, ტურნირზე დაწესებული რეგულაციების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს ჩოგბურთის "დიდი ტრიო", თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ როჯერ ფედერერი ტრავმის გამო 2020 წელს სრულიად იუქმებს, ხოლო ჯოკოვიჩისა და ნადალის ამჟამინდელი გადაწყვეტილება ტურნირზე მონაწილეობისაგან თავის შეკავებაა.

სხვა სტატიები