Belive

შაპოვალოვი Vs. ნადალი - ლეგენდამ დაძაბულ დაპირისპირებაში გაიმარჯვა | მიმოხილვა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
2022 წლის რიგით პირველი დიდი სლემის ტურნირი – ავსტრალიის ღია პირველობა, აქტიურ ფაზაშია.  ავსტრალიის ღია პირველობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი - რაფაელ ნადალი ტრიუმფალურ სვლას განაგრძობს. 1/4-ფინალურ შეხვედრაში, დენის შაპოვალოვი რაფაელ ნადალს დაუპირისპირდა. დაძაბული 5-სეტიანი მატჩი ესპანელი ლეგენდის გამარჯვებით დასრულდა. შაპოვალოვმა პირველი ორი სეტი დათმო (3-6,4-6) თუმცა ძალების მობილიზება შეძლო და მომდევნო ორ სეტში გაიმარჯვა (6-4,6-3). გადამწყვეტ, მე-5 სეტში შაპოვალოვი საკუთარ პიველივე ჩაწოდებაზე "დაბრეიკდა" და საბოლოოდ 3-6 დამარცხდა. ნახევარფინალში რაფაელ ნადალი გაელ მონფილსისა და მატეო ბერეტინის წყვილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები