Belive

შვეიცარიამ ფედერერს უდიდესი პატივი მიაგო

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ახლახანს უცხოურ მედიაში ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი 20-ფრანკზე იქნება გამოსახული.
აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც შვეიცარიელი ხალხის მოთხოვნის საფუძველზე, ასევე ადგილობრივი მთავრობის მიერ იქნა მიღებული. შვეიცარიაში ჩატარდა გამოკითხვა, სადაც როჯერ ფედერერმა შვეიცარიელ სპორტსმენებს შორის, მიღწევების რაოდენობისა და ხარისხის, ასევე შვეიცარიელი ხალხის მისდამი სიყვარულის გათვალისწინებით, ყველაზე მეტი ხმა მიიღო. "გარდა იმისა, რომ ფედერერი 20-გზის დიდი სლემის და კიდევ არაერთი ტიტულის მფლობელია, ის ყველაზე ცნობილი შვეიცარიელი ადამიანია დედამიწის მასშტაბით. ფედერერი აფრიკაში მოქმედ საქველმოქმედო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს და არის UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი. სწორედ ამიტომ, ამ გზით, გადავწყვიტეთ მისთვის უდიდესი პატივი მიგვეგო", - ვკითხულობთ შვეიცარიის მთვრობის განცხადებაში. 20-ფრანკიანი მიმოქცევაში ოფიციალურად არ იქნება - ის საკოლექციოდ გამოვა და 2-დან 19 დეკემბრამდე იქნება გაყიდვაში. ფედერერის გულშემატკივრებს საკოლექციო მონეტის შეძენა $30-ად შეეძლებათ.  

სხვა სტატიები