Belive

სიმონა ჰალეპი დიდი სლემის წინ

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ქალთა ერთეულთა თანრიგში სიმონა ჰალეპი ცინცინატის მასტერსის ფინალში ყველასათვის მოულოდნელად დამარცხდა, მან 3 სეტიან ბრძოლაში ჰოლანდიელ მე-13 ნომერ კიკი ბერტენსთან მასტერსის ტიტული დათმო. 26 წლის რუმინელმა აქილევსის მყესის დაზიანების გამო კონექტიკუტის ტურნირიდან მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო, მის ნაცვლად შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი იასპარეზებს. ბოლო 2 კვირის განმავლობაში სიმონა ჰალეპმა მოიგო ტურნირი მონრეალში და ცინცინატის მასტერსის ფინალში გავიდა. სიმონა ჰალეპი: „ძალიან მაწუხებს ტკივილი რის გამოც აუცილებლად მჭირდება დასვენება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში საკმაოდ ბევრი მატჩის ჩატარება მომიწია, რაც საკმაოდ რთულია.“

სხვა სტატიები