Belive

სინგაპურის შემაჯამებელი ტურნირი (თეთრი ჯგუფი)

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
დაიწყო ქალთა საჩოგბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი ტურნირი სინგაპურში, სადაც მხოლოს მსოფლიოს საუკეთესო 8 ჩოგბურთელი ასპარეზობს. ეს ტურნირი სხვებისგან განსხვავებულია - ასპარეზობს 8 ჩოგბურთელი, რომლებიც გადანაწილებული არიან 2 ჯგუფში (თეთრი და წითელი), საიდანაც ნახევარფინალურ ეტაპზე თითოეული ჯგუფიდან 2 ჩოგბურთელი გავა. თეთრ ჯგუფში პირველ ადგილზე გასული დაუპირისპირდება წითელი ჯგუფის მე-2 ადგილს, წითელი ჯგუფის პირველი კი - თეთრის მეორეს.  ვინაიდან სიმონა ჰალეპი ტურნირზე ვერ ასპარეზობს მის მაგივრად შეჯიბრს კიკი ბერტენსი დაემატა.  თეთრი ჯგუფი: მსოფლიოს მე-3 ნომერი კაროლინ ვოზნიაცკი  მსოფლიოს მე-5 ნომერი პეტრა კვიტოვა  მსოფლიოს მე-7 ნომერი ელენა სვიტოლინა მსოფლიოს მე-8 ნომერი კარი პლისკოვა შედგა პირველი შეხვედრები, სადაც ერთმანეთს კარი პლისკოვა და კაროლინ ვოზნიაცკი დაუპირისპირდნენ. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 6:2, 6:4 კარი პლისკოვას სასარგებლოდ.
ასევე დაპირისპირება შედგა პეტრა კვიტოვასა და ელენა სვიტოლინას შორის. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 6:3, 6:3 ელენა სვიტოლინას სასარგებლოდ.

სხვა სტატიები