Belive

სინგაპურის შემაჯამებელი ტურნირი (წითელი ჯგუფი)

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
დაიწყო ქალთა საჩოგბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი ტურნირი სინგაპურში, სადაც მხოლოს მსოფლიოს საუკეთესო 8 ჩოგბურთელი ასპარეზობს. ეს ტურნირი სხვებისგან განსხვავებულია - ასპარეზობს 8 ჩოგბურთელი, რომლებიც გადანაწილებული არიან 2 ჯგუფში (თეთრი და წითელი), საიდანაც ნახევარფინალურ ეტაპზე თითოეული ჯგუფიდან 2 ჩოგბურთელი გავა. თეთრ ჯგუფში პირველ ადგილზე გასული დაუპირისპირდება წითელი ჯგუფის მე-2 ადგილს, წითელი ჯგუფის პირველი კი - თეთრის მეორეს.  ვინაიდან სიმონა ჰალეპი ტურნირზე ვერ ასპარეზობს მის მაგივრად შეჯიბრს კიკი ბერტენსი დაემატა. წითელი ჯგუფი: მსოფლიოს მე-2 ნომერი ანჟელიკა კერბერი მსოფლიოს მე-4 ნომერი ნაომი ოსაკა მსოფლიოს მე-6 ნომერი სლოან სტივენსი მსოფლიოს მე-9 ნომერი კიკი ბერტენსი პირველ შეხვედრაში ანჟელიკა კერბერი და კიკი ბერტენსი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია: 6:1, 3:6, 4:6 კიკი ბერტენსის სასარგებლოდ.
ცხადია, ერთმანეთს ნაომი ოსაკა და სლოან სტივენსიც დაუპირისპირდნენ. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია: 5:7, 6:4, 1:6 სლოან სტივენსის სასარგებლოდ.

სხვა სტატიები