Belive

სოფია შაფათავას პეტიციას გავლენიანი მედიაგამოცემები ეხმაურებიან

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

სოფია შაფათავა მსოფლიო რეიტინგის 371-ე ნომერია, მან კორონავირუსის გამო შეჩერებული საჩოგბურთო ღონისძიებების შედეგად დაზარალებულ სპორტსმენებზე ხმამაღლა ისაუბრა და ამის შესახებ მათი დახმარების შინაარსის მქონე პეტიცია შექმნა. შაფათავას წამოწყებას ისეთი მედიაგამოცემები გამოეხმაურნენ როგორებიცაა - Eurosport, Guardian და GiveMeSport. "პროფესიონალი ჩოგბურთელებისათვის ყველანაირი საჩოგბურთო ღონისძიება შეჩერებულია. ამის გაძლება, თვეების განმავლობაში უქმად ყოფნა და თავის გატანა მხოლოდ საუკეთესო (მაღალშემოსავლიან, მაღალრეიტინგულ) მოთამაშეებს შეუძლიათ. დაბალი რეიტინგის მოთამაშეები დღიდან დღემდე გაუსაძლის მდგომარეობამდე მივდივართ. ჩოგბურთთან დაკავშირებულმა კომპანიებმა უნდა მიიღონ ჩოგბურთელების დახმარების გადაწყვეტილება, რათა დაბალი რეიტინგის ჩოგბურთელების კარიერა დასრულების რისკის ქვეშ არ აღმოჩნდეს. ახლა ისეთი პერიოდია, როცა მთელ მსოფლიოს ესაჭიროება დახმარება, მათ შორის ვართ ჩვენც" "მესმის, რომ ახლა მსოფლიო ერთი დიდი პრობლემის წინაშე დგას, თუმცა ამის ფონზე უამრავი სხვა პრობლემა არ უნდა ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს", - აცხადებს ქართველი სპორტსმენი.

მოგეხსენებათ, რომ რეიტინგში დაბალ საფეხურებზე მყოფი, არაცნობადი ჩოგბურთელები თავს მხოლოდ ტურნირებიდან გამომუშავებული თანხებით "ირჩენენ", შესაბამისად სოფია შაფათავა აღნიშნავს, რომ დაბალი რეიტინგის ჩოგბურთელებს ფინანსურად ძლიერი მდგომარეობა არ გააჩნიათ და შეუძლებელია ამ პერიოდში ყველანაირი რესურსებისა და შემოსავლების გარეშე კარიერის სრულყოფილად გაგრძელება. სოფიას პეტიციის მთავარი მოთხოვნა გახლავთ რომ ITF-მა კორონავირუსის გამო შეჩერებულ სპორტულ პერიოდში გამოყოს გარკვეული ოდენობის თანხა ზემოთხსენებული მოთამაშეებისათვის. აქვე გეტყვით, რომ ამ ეტაპისათვის სოფია შაფათავას პეტიციას 1500-მდე ხელმომწერი ჰყავს. პეტიცია  

სხვა სტატიები