სტეფანოს ციციპასი: “ნადალს როლან გაროსზე გამოსვლას სამუდამოდ ავუკრძალავდი”

მსოფლიო რეიტინგი მეექვსე ნომერმა სტეფანოს ციციპასმა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ჩოგბურთელის რაფაელ ნადალის შესახებ სახალისო რამ თქვა.

ჩემი ნება რომ იყოს, რაფაელ ნადალს როლან გაროსზე გამოსვლას სამუდამოდ ავუკრძალავდი“, – თქვა ბერძენმა ჩოგბურთელმა “გრუნტის მეფის” შესახებ.

“მატადორი” საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული კარიერაში 13-ჯერ გახდა, წინა წლის ფინალში მან მსოფლიოს მოქმედ პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს სამ სეტში: 6:0, 6:2, 7:5 სძლია.

22 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა წინა სეზონში ATP-ის ერთი ტურნირის მოგება მოახერხა (მარსელი), კარიერაში კი ტრიუმფი ხუთჯერ იზეიმა. 2019 წელს ციციპასმა ლონდონის შემაჯამებელი ტურნირის მოგება მოახერხა, მომდევნო წელს კი ჯგუფური ეტაპის ბარიერი ვერ დაძლია.

(103)

სტეფანოს ციციპასი: “ნადალს როლან გაროსზე გამოსვლას სამუდამოდ ავუკრძალავდი”

სტატიის ავტორი
-