Belive

სტივენ ჯერარდის ვიდეომიმართვა ლივერპულის ქომაგ კაროლინ ვოზნიაცკის

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

კაროლინ ვოზნიაცკი ქალთა ერთეულთა თანრიგში, ჩოგბურთის მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერია, მან სულ ახლახანს მიიღო გადაწყვეტილება კარიერის დასრულების შესახებ. ვოზნიაცკი საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" ქომაგია, რაც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. სწორედ ამასთან დაკავშირებით სტივენ ჯერარდმა დანიელ ჩოგბურთელს ვიდეომიმართვა ჩაუწერა. "გამარჯობა კაროლინ. იმედი მაქვს თავს კარგად გრძნობ. ვიმედოვნებ დროს კარგად ატარებ და ისვენებ. გილოცავ, წარმოუდგენელი კარიერა გქონდა. წლების განმავლობაში უამრავი მწვერვალი დაიპყარი, შენი თამაშის ყურებით დიდ სიამოვნებას ვიღებდი. კიდევ ერთხელ გილოცავ და მომავალში ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ" დანიელი ჩოგბურთელი საკუთარ აღფრთოვანებასა და ბედნიერებას საჯაროდ გამოხატავს, მან ჯერარდის ვიდეო საკუთარ ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა.

 

სხვა სტატიები