Belive

თამაშების ჩაწყობასთან დაკავშირებით 83 სპორტსმენი დააკავეს

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ესპანეთში თამაშების ჩაწყობასთან დაკავშირებით 83 სპორტსმენი დააკავეს, კრიმინალური სომხური დაჯგუფების დავალებით სპორტსმენები სპორტულ ასპარეზზე ისეთ შედეგს აფიქსირებდნენ, რომელზეც მათ ფსონი ჰქონდათ განთავსებული. მომხდართან დაკავშირებით ამ დროისათვის ჯერ კიდევ მიდის გამოძიება. კრიმინალურ დაჯგუფებას 42 საბანკო ანგარიში ჰქონდა, რომელიც ამჟამად დაყადაღებულია. საინტერესო ფაქტია, რომ 83 სპორტსმენიდან 28 პროფესიონალურ ჩოგბურთში ასპარეზობს. უკანასკნელი "ჩაწყობილი" შეხვედრა ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაფიქსირდა. ამ ეტაპისათვის სპორტსმენების ვინაობა კონფიდენციალურია.

სხვა სტატიები