Belive

ტიტანიკის კატასტროფას გადარჩენილი ჩემპიონი

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
რიჩარდ ნორის უილიამსი პროფესიონალი ამერიკელი ჩოგბურთელია, რომელიც 1891 წლის 29 იანვარს დაიბადა. რიჩარდს საკმაოდ საინტერესო სპორტული ცხოვრება ჰქონდა, თუმცა ყველაზე საინტერესო მოვლენები მის ცხოვრებაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ტიტანიკის კატასტოფას გადაურჩა. კატასტროფის შემდეგ ექიმებმა რიჩარდს კრიტიკული განაჩენი გამოუტანეს, რაც მისი ფეხის ამპუტაციის აუცილებლობას გულისხმობდა, თუმცა უილიამსს მტკიცე ხასიათი აღმოაჩნდა და ექიმების გადაწყვეტილებას ზურგი აქცია. მოგეხსენებათ, ტიტანიკის კატასტროფა 1912 წელს მოხდა, ამის შემდეგ 2 წელიწადში, 1914 წელს უილიამსმა ამერიკის ღია პირველობა მოიგო, რომელიც 2 წლის შემდეგ კიდევ გაიმეორა. ერთეულთა თანრიგში მისი საუკეთესო მაჩვენებელი მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომრობა გახლდათ. უილიამსი წყვილთა თანრიგშიც შესანიშნავად ასპარეზობდა, მან 1920 წელს უიმბლდონი, ხოლო 1925 და 1926 წლებში ამერიკის ღია პირველობა მოიგო. რიჩარდ ნორის უილიამსი 1968 წელს ფილადელფიაში, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას დღემდე იხსენებენ საჩოგბურთო სამყაროში, როგორც ერთ-ერთ ყველაზე შეუპოვარ ადამიანს, რომელმაც საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ ფრაზა "არასოდეს დანებდე" სრული ჭეშმარიტებაა და შედეგიც არ აყოვნებს.

სხვა სტატიები