Belive

ტოკიო 2020: ბასილაშვილის პირველი მეტოქე ოლიმპიადაზე ცნობილია

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
დღეს ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩოგბურთის ერთეულთა თანრიგის წილისყრა გაიმართა. ცნობილია ნიკოლოზ ბასილაშვილის ბადე. ქართველი ჩოგბურთელი ოლიმპიური თამაშების პირველ ეტაპზე რობერტო კარბალეს ბაენას (90) დაუპირისპირდება. შეხვედრა 24 ივლისს, თბილისის დროით, 6 საათზეა ჩანიშნული. 28 წლის ესპანელის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ბასილაშვილი 1/16 ფინალში ტარო დანიელსა (110) და ლორენცო სონეგოს (26) შორის გამარჯვებულს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა 2016 წელს, რიოს ოლიმპიურ თამაშებშიც მიიღო მონაწილეობა. 29 წლის ქართველი მაშინ პირველივე რაუნდში, პაბლო კუევასთან დამარცხდა.

სხვა სტატიები