Belive

ტონი ნადალი ATP ტურში ბრუნდება | ესპანელი კანადელ ვარსკვლავს გაწვრთნის

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
პროფესიონალურ ტურში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწვრთნელი ტონი ნადალი სამწვრთნელო კარიერას უბრუნდება. მას შემდეგ, რაც 2017 წელს ტონი ნადალმა გადაწყვიტა, რომ გენიალური შეგირდის, რაფაელ ნადალის ნაცვლად, ამ უკანასკნელის სახელობის აკადემიის მთავარი მწვრთნელი გამხდარიყო, ის პროფესიონალურ ტურში აღარ გამოჩენილა. ამჯერად ტონი ნადალი ახალგაზრდა ჩოგბურთელებს შორის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კანადელს - ფელიქს ოჟე-ალიასიმს უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ ალიასიმი გრუნტის საფარზე საკმაოდ კარგად ასპარეზობს და ასეთივე შთაბეჭდილება დაუტოვა ტონისაც, რომელიც კანადელთან ერთად მორიგი მწვერვალების დაპყრობას გეგმავს. "გარკვეული პერიოდის წინ ალიასიმთან პირადი მიმოწერა მქონდა, სადაც საბოლოოდ გამოირკვა, რომ მას საკუთარი კარიერის ჩემთან დაკავშირება უნდოდა, როგორც მწვრთნელთან - აღნიშნულზე ჩემი პასუხი იყო, რომ მომდევნო 10 დღეში ნადალის აკადემიაში ჩამოსულიყო და დაკვირვების შემდეგ მივიღებდი გადაწყვეტილებას. საბოლოოდ ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით, ამიერიდან ATP ტურში ერთად ვიქნებით წარმოდგენილები, ის როგორც ჩოგბურთელი და მე, როგორც მწვრთნელი"
ტონი ნადალი

"დავრჩე რაფაელ ნადალის აკადემიის მთავარ მწვრთნელად და ამავდროულად საკუთარი თავი კვლავ გამოვცადო ATP ტურში, ეს ჩემთვის მორიგი დიდი გამოწვევაა, რომელზეც უარს ვერ ვიტყოდი", - ტონი ნადალი.
ოჟე-ალიასიმი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 21-ე პოზიციას იკავებს, მისი საუკეთესო მაჩვენებელი ამ მხრივ მე-17 პოზიცია გახლდათ.

სხვა სტატიები