Belive

ტრიუმფატორი ნაომი ოსაკა სამშობლოში დაბრუნდა

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნაომი ოსაკა Vs ბარბორა სტრაიცოვა
ამერიკის ღია პირველობის ტრიუფატორი ნაომი ოსაკა საკუთარ სამშობლოში, კერძოდ კი  ტოკიოში ასპარეზობს. რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში სადაც სუმოს შემოდგომის რიგით პირველი ტურნირი, აკი ბაშო მიმდინარეობს რეჟისორებმა რამდენჯერმე დააფიქსირეს ნაომი ოსაკა. ახალგაზრდა წარმატებული ჩოგბურთელი აგრძელებს 8-მატჩიან დაუმარცხებელ სერიას, რომლის გაზრდაც 9-მდე მოახერხა. მან მსოფლიო რეიტინგის 25-ე ნომერი ბარბორა სტროიცოვა დაამარცხა. მოგეხსენებათ, ნაომი ოსაკამ რეიტინგში საკმაოდ დიდი წინსვლა განიცადა, იგი ამჟამად მსოფლიო რეიტინგის მე-7 ჩოგანია. პირველ სეტში, მეოთხე გეიმში სტროიცოვამ საკუთარი მოწოდება დაკარგა, მე-7 გეიმში კი აღადგინა წონასწორობა, მაგრამ უმალვე დაიბრუნა ოსაკამ უპირატესობა და მოახერხა სეტის მოგება ანგარიშით 6:3. მეორე სეტი მატჩის ბედის გადასაყვეტად საკმარისი აღმოჩნდა. რიგით მესამე საკუთარი მოწოდება ბარბორას ნაომი ოსაკამ მოუგო, შემდეგ კი ეს უპირატესობა აღარ დათმო და დამაჯერებლად, ანგარიშით - 6:4 გაიმარჯვა. ნაომი ოსაკას ნახევარფინალური მეტოქე კამილა ჯორჯი იქნება.

სხვა სტატიები