Belive

წარმოშობით ქართველი, რუსეთის ნაკრების ყოფილი ჩოგბურთელი ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილებით, რუსეთი ოთხი წლის განმავლობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ვერც ოლიმპიურ თამაშებსა და ვერც მსოფლიო ჩემპიონატებში. რუსეთის დასჯის მიზეზი დოპინგის მოხმარების გახმაურებული ფაქტი გახდა –  ცნობილია, რომ რუსებმა ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემები გააყალბეს. აღნიშნულ ფაქტს რუსეთის ჩოგბურთელთა ნაკრების ყოფილი წევრი, წარმოშობით ქართველი, ანა ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: "ეს ჩავარდნაა." ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ჩაკვეტაძის პროფესიონალური კარიერა 2003 წელს დაიწყო, 2013-ში კი ზურგის ქრონიკული ტრავმის გამო დასრულდა. ანამ საუკეთესო შედეგი 2007 წელს დააფიქსირა, როცა ის მსოფლიოს მე-5 ჩოგანი იყო.