ესპანელმა ჩოგბურთელმა, მარინა ბასოლსმა, რომელიც მსოფლიოს 226-ე ჩოგანია, შაბათს, ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირზე, ისტორიული შეხვედრა მოიგო.
ბასოლსმა ბელარუს მეტოქესთან, იულია გატოვკასთან (208), პირველი სეტი 0:6 დათმო, მეორე სეტს კი 0:5-ს აგებდა და საკუთარ ჩაწოდებაზე ანგარიში 0:30 იყო. ასეთი ჩამორჩენის მიუხედავად, ესპანელმა მეორე სეტში მოწინააღმდეგის სამი მატჩპოინტი გადაარჩინა და 7:5 მოიგო, გადამწყვეტ სეტში კი 6:4 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
დღეს ბასოლსი ტურნირის 1/16-ფინალში ბერნარდა პერასთან დამარცხდა. მსოფლიოს 226-ე ჩოგანმა შეხვედრა საკვალიფიკაციო ეტაპზეც დათმო, თუმცა ძირითად ბადეში იღბლიანი წაგებულის სტატუსით მოხვდა. მანამდე ჩოგბურთელს ზედიზედ 11 მატჩი ჰქონდა მოგებული.
TENIS | #Radioestadio
‼️@mbassolsribera consigue la MAYOR REMONTADA de la HISTORIA de la #WTA‼️
Perdía 0-6 0-5 (0-30) y terminó ganando 7-5 6-4 y entrando al cuadro final del WTA de Budapestpic.twitter.com/k2kmZFQxp8
— Radioestadio (@Radioestadio) July 10, 2022