Belive

წარმოუდგენელი ტანდემი - ენდი მარი და სერენა უილიამსი უიმბლდონის დაპყრობას წყვილში გეგმავენ

4 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

საჩოგბურთო სამყაროში მიმდინარე კვირაში დიდი სლემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი - უიმბლდონი დაიწყო. აღნიშნული ტურნირი მრავალ ნაწილადაა დაყოფილი, ამ შემთხვევაში ჩვენი ყურადღება არც მამაკაცთა ერთეულთა თანრიგზე, არც ქალთა ერთეულთა თანრიგზე, არამედ შერეული წყვილების შეჯიბრზე უნდა შევაჩეროთ, ვინაიდან ორი უდიდესი ჩოგბურთელი, ენდი მარი და სერენა უილიამსი, გაერთიანდა. მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა ლიდერმა ენდი მარიმ მიმდინარე წელს საკმაოდ რთული ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა, იყო ვარაუდები, რომ მისი კარიერა დასრულდებოდა, მან თავადაც ივარაუდა, რომ წლის დასაწყისში ბაუტისტა-აგუტის წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრა მისთვის უკანასკნელი იქნებოდა, თუმცა ბრიტანელი ჩოგბურთელი იმაზე მეტის გამკეთებელი აღმოჩნდა, ვიდრე პუბლიკას წარმოედგინა - მან მოახერხა კორტზე დაბრუნება და ამჟამად უიმბლდონის შერეულ წყვილთა თანრიგში ასპარეზობს. ენდი მიურეი შერეულ წყვილთა თანრიგში ბოლოს 2006 წელს ასპარეზობდა, მისი მეწყვილე სერენა უილიამსი კი 1998 წელს, ასე რომ მარტივად მისახვედრია თუ რაოდენ დიდი მოვლენა დაფიქსირდა.

  მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ნომრებმა სერენა უილიამსმა და ენდი მარიმ საკუთარი შეხვედრა ალექსა გუარაჩისა და ანდრეას მაისის წინააღმდეგ დამაჯერებლად ჩაატარეს და წარმატებასაც მალევე მიაღწიეს, მათ მეტოქე ორ სეტში, ანგარიშით 6-4, 6-1 დაამარცხეს.   "უიმბლდონზე მამაკაცთა წყვილთა თანრიგშიც ვასპარეზობდი, თუმცა აღნიშნული ტურნირიდან უკვე გამოვვარდი, შესაბამისად ჩემი მთელი ენერგია და კონცენტრაცია შერეულთა წვილთა თანრიგზე მაქვს გადმოტანილი", - განაცხადა ენდი მარიმ.    

სხვა სტატიები