ცინცინატის მასტერსზე ენდი მარის დიდი გამოწვევა ელის

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საჩოგბურთო სამყაროში ATP-ის ეგიდით ჩასატარებელი ტურნირები დაბრუნდა. ერთ-ერთი ტურნირი ცინცინატის მასტერსია, რომელშიც ფაქტობრივად ყველა ვარსკვლავი მონაწილეობს.

ჩოგბურთის მოყვარულებს თვალსაწიერიდან არ გამორჩენიათ მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი, ენდი მარი, რომლის მეორე რაუნდის მეტოქე თანამედროვე ჩოგბურთის მოწინავე მოთამაშე – ალექსანდრ ზვერევი იქნება.

ცინცინატის მასტერსის მეორე რაუნდის სუპერ-დაპირისპირების ფავორიტად ექსპერტებმა ალექსანდრ ზვერევი მიიჩნიეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანელმა პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დამაკმაყოფილებელ ფორმაშია და შეუძლია სასურველი ჩოგბურთის ჩვენება.

პირველ რაუნდში მარის მეტოქე, ადგილობრივი ფრენსის ტიაფო გახლდათ, რომელთანაც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე 2 სეტის შემდეგ, მესამე სეტი დამაჯერებლად მიითვალა აქტივში და მეორე რაუნდის საგზური მოიპოვა.

“ამ შეხვედრაში ვნახავთ შეუძლია თუ არა მარის მაღალი დონის ჩოგბურთელებისათვის წინააღმდეგობის გაწევა”, – ასე შეაფასა ერთ-ერთმა ექსპერტმა დღევანდელი შეხვედრა ენდი მარისა და ალექსანდრ ზვერევს შორის.

გერმანულ-ბრიტანული დაპირისპირება თბილისის დროით 22:30 საათზე აიღებს სტარტს.

(28)

ცინცინატის მასტერსზე ენდი მარის დიდი გამოწვევა ელის

სტატიის ავტორი
-