Belive

კორონავირუსი ცინცინატში - მასტერსიდან 2 ჩოგბურთელი იძულების წესით მოეხსნა

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
20 აგვისტოს ცინცინატის მასტერსი იწყება. პირველ საშეჯიბრო დღეს საკვალიფიკაციო მატჩები გაიმართება, ხოლო 21 აგვისტოდან კი უკვე დაკომპლექტებული ტურნირი დაიწყება. მასტერსის წინ ჩოგბურთელები და მათი მწვრთნელები კორონავირუსის ტესტზე შემოწმდნენ, საიდანაც მხოლოდ 2 ადამიანს დაუდგინდა დაავადება. სწორედ ამის გამო მსოფლიოს 35-ე ჩოგანი, არგენტინელი - გუიდო პელა და 94-ე ჩოგანი, ბოლივიელი - უგო დელიენი ცინცინატის მასტერსს გამოტოვებენ. მიზეზი კი ის არის, რომ მათ ფიზ-მომზადების მწვრთნელს კორონავირუსი დაუდგინდა და ჩოგბურთელებმა აუცილებლად უნდა დაიცვან კარანტინის და თვითიზოლაციის წესები.  

სხვა სტატიები