Belive

ცირიაკმა პიკეს შეუტია: "ჩოგბურთს მასწავლი? ჯობია პენალტების წესი შეცვალო" 

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მადრიდის მასტერსის დირექტორმა და 1970 წლის საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებულმა იონ ცირიაკმა დევისის თასის ფორმატის შესაძლო ცვლილება და მისი ერთ-ერთი ინიციატორი "ბარსელონას" ცენტრალური მცველი ჟერარდ პიკე გააკრიტიკა. "სად არის კონტრაქტი იმ პარტნიორ კომპანიებთან, რომლებიც პიკეს მხარს უჭერენ, ამის ნახვა მინდა. სად არის 25-წლიანი საბანკო გარანტიები? ვის შეუძლია წარმოიდგინოს რა მდგომარეობაში იქნება დოლარი 2040 წელს?  ორგანიზატორებს მადრიდში თამაში სურთ. ანუ 18-მა გუნდმა ერთ ადგილზე უნდა ითამაშოს. ჩვენ მხოლოდ 4 გასახდელი გვაქვს, აქედან ორი ჩემი გაკეთებულია. როგორ უნდა დაატიოთ ათასხუთასი ადამიანი დევისის თასის ფინალურ მატჩზე?  პიკე კარგი ბიჭია, თუმცა მე მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი ვარ და არა "ბარსელონასი". მე მას ვუთხარი: "ვაფასებ შენს მონდომებას და შეთავაზებას, მაგრამ შეგიძლია ასეთი წინადადებით ფიფას მიმართო, რომ პენალტის შესრულების წესი შეცვალონ და ბურთს თავით დაარტყან, ეს სანახაობრივი იქნება, მაგრამ ჩოგბურთისგან თავი შორს დაიჭირე, მე მასწავლი ჩოგბურთს?". - თქვა 80 წლის რუმინელმა ბიზნესმენმა და ვეტერანმა ჩოგბურთელმა, რომელიც წარსულში ჰოკეისაც თამაშობდა.

სხვა სტატიები