Belive

წლის დასაწყისში როჯერ ფედერერმა 2020 წელს ყველაზე გამორჩეული ახალი სახე დაასახელა - პროგნოზი გამართლდა

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
2020 წლის დასაწყიში მსოფლიო ჩოგბურთის მოქმედ ლეგენდას, როჯერ ფედერერს ჰკითხეს აზრი, თუ ვის ექნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი შედარებით არაცნობადი ჩოგბურთელებისგან. მართალია, პანდემიიდან გამომდინარე სეზონი საკმაოდ უცნაური გრაფიკით ჩატარდა, თუმცა ტურნირების გარკვეულმა ნაწილმა მაინც წარმატებით ჩაიარა და წლის საჩოგბურთო "აღმოჩენებიც" გამოაშკარავდა. ნოვაკ ჯოკოვიჩი 2020 წლის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენის ტიტულს ახალგაზრდა რუს ჩოგბურთელთან - ანდრეი რუბლევთან იყოფდა, თუმცა გასულ კვირაში, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე 500-ქულიანი ტურნირის მოგების შედეგად წლის ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელის წოდებისთვის ბრძოლაში ერთპიროვნულად გალიდერდა. როდესაც როჯერ ფედერერს 2020 წლის დასაწყისში ჰკითხეს აზრი, თუ ვინ იქნებოდა წლის აღმოჩენა, მან სწორედ ანდრეი რუბლევი დაასახელა, რომელმაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ერთგვარი საოცრებები შესთავაზა ჩოგბურთის მოყვარულებს. შეგახსენებთ, რუსი ჩოგბურთელისათვის ვენაში მოპოვებული ტიტული 2020 წელს მე-5 გახლდათ, რომლითაც მან ლონდონის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში გაინაღდა.

სხვა სტატიები