Belive

ცნობილია, რა ოდენობის თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა მონრეალის მასტერსზე

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა (17) კანადაში მიმდინარე მასტერსზე ასპარეზობა მერვედფინალში დაასრულა. ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრ ზვერევთან (7) ძალიან დაძაბულ ბრძოლაში - 5:7; 7:5; 6:7 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ნიკოლოზმა გერმანელთან დასანან მარცხამდე 2 ეტაპის დაძლევა მოახერხა. მან ჯერ დუშან ლაიოვიჩს, შემდეგ კი იან-ლენარდ შტრუფს აჯობა. ბასილაშვილმა მერვედფინალში გასვლისთვის ჯამში 90 სარეიტინგო ქულა მოაგროვა და 70,325 დოლარი გამოიმუშავა.

სხვა სტატიები