Belive

ცნობილია რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა US OPEN-ის მე-3 ეტაპზე გასვლით

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მიმდინარე კვირას სტარტი აიღო აშშ-ის ღია პირველობამ, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-17 ნომრადაა განთესილი. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ ეტაპზე ფუქსოვიჩის დამარცხების შემდეგ, მე-2 ბარიერის დაძლევაც მოახერხა. ნიკოლოზმა გუშინ 394-ე ჩოგანი, ჯენსონ ბრუკსბი 4 სეტში - 3:6; 7:6; 7:5; 6:2 დაამარცხა და მომდევნო რაუნდში გავიდა. ბასილაშვილმა ამერიკელ ჩოგბურთელთან გამარჯვებისთვის 156 000 დოლარი გამოიმუშავა. US OPEN-ის შარშანდელ გათამაშებაში საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა მე-4 წრეში ითამაშა, რის გამოც წელს 180 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი. ნიკოლოზმა მოახერხა და ქულების ნახევარი უკვე დაიცვა. ასევე აღსანიშნავია, რომ Live რეიტინგში ბასილაშვილი მსოფლიოს მე-15 ჩოგანია.  

სხვა სტატიები