Belive

ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა BMW Open-ის მოგებით

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მიუნხენის ATP-ი ტურის 250-იანი სერიის ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს 44-ე ჩოგანი – იან-ლენარდ შტრუფი 2 სეტში, ანგარიშით 6:4, 7:6 დაამარცხა. ქართველმა ჩოგბურთელმა BMW Open-ის მოგებით 250 სარეიტინგო ქულა და 21 665 ევრო გამოიმუშავა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ჩატარებულ ტურნირთან შედარებით, წელს ჩატარებული ტურნირის საპრიზო თანხა 76%-ით იყო შემცირებული (2019 წელს გამარჯვებულმა, კრისტიან გარინმა 90 000 ევრო მიიღო). გარდა ამისა, ნიკოლოზს საჩუქრად BMW-ს მერვე სერიის მანქანა გადაეცა. ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში მეორე (ყატარის ღია პირველობის შემდეგ), კარიერაში კი მეხუთე ტურნირი მოიგო.

სხვა სტატიები