Belive

ცნობილია, თუ რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ფინალში გასვლით

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის 500-ქულიანი ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და აღნიშნული სტატუსის დასაცავად ღირსეულად ასპარეზობს, ის ტურნირის პირველი ფინალისტია, მისი მეტოქე კი კარენო ბუსტასა და ანდრეი რუბლევს შორის გამარჯვებული იქნება. მსოფლიო რეიტინგის მე-16 პოზიციაზე მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში გასვლით 300 სარეიტინგო ქულა უკვე დაიცვა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ის ფინალში დამარცხდება 500-ის მაგივრად მას რეიტინგში 200 ქულა ჩამოაკლდება. ფინალში გასვლისათვის ბასილაშვილი 178,220 ევროს მიიღებს. Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს.  

სხვა სტატიები