Belive

ცნობილია, თუ რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის მოგებით

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში რუსი, ანდრეი რუბლევი 3 სეტში - 7:5; 4:6; 6:3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა გერმანიაში ჩემპიონობით 500 სარეიტინგო ქულა დაიცვა. რაც შეეხება გამომუშავებულ თანხას, ბასილაშვილი რუბლევის დამარცხებით 354,845 ევროს მიიღებს.

სხვა სტატიები