Belive

ცნობილია, თუ რა თანხა გამოიმუშავა ნადალმა მონრეალის მასტერსზე და რამდენი აქვს გამომუშავებული კარიერის განმავლობაში

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მონრეალის მასტერსი წელიწადში გასამართი 9 მასტერსიდან ერთ-ერთია, შესაბამისად გამარჯვებულმა - რაფა ნადალმა 1000 სარეიტინგო ქულა შეინარჩუნა და დაიცვა. ესპანელმა ჩოგბურთელმა მონრეალის მასტერსის ფინალში რუსი დანილ მედვედევი 6:3; 6:0 დაამარცხა და მონრეალის მასტერსის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.
Rogers Cup Montreal - Day 10
ტურნირის საპრიზო ფონდი – 5 701 945 დოლარი იყო, გამარჯვებულმა რაფა ნადალმა 1 049 040 დოლარი მიიღო, ხოლო რაც შეეხება მეორე ფინალისტს, დანილ მედვედევს, მან 531 010 დოლარი გამოიმუშავა. რაფა ნადალმა მის კარიერულ წარმატებასა და კარიერის განმავლობაში გამომუშავებულ თანხას კიდევ ერთი მილიონი შესძინა და ამ წამს მის მიერ კარიერის განმავლობაში გამომუშავებული თანხა - $111,328,858 დოლარს შეადგენს.  

სხვა სტატიები