Belive

ცნობილია, თუ რა თანხა გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონრეალის მასტერსის პირველი ეტაპის დაძლევის შემდეგ

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საჩოგბურთო სამყაროს ყურადღებას 5 აგვისტოდან 1 კვირის განმავლობაში მონრეალის მასტერსი მიიპყრობს. მონრეალის მასტერსი წელიწადში გასამართი 9 მასტერსიდან ერთ-ერთია, შესაბამისად მისი გამარჯვებული 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს. ტურნირის საპრიზო ფონდი – 5 701 945 დოლარია. გამარჯვებული მიიღებს – 1 049 040 დოლარს . ფინალისტი მიიღებს –  531 010 დოლარს .  ტურნირში დღეს, 1/32 ეტაპიდან ჩაერთო საქართველოს ყველა დროის ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელი - ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მეტოქეც მსოფლიო რეიტინგის 28-ე ნომერი, სერბი დუშან ლაიოვიჩი იყო. ქართველმა ჩოგბურთელმა სერბი დაამარცხა და 1/16 ფინალში გავიდა. ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა და $36 830 დოლარი გამოიმუშავა.

სხვა სტატიები