Belive

ცონგამ კარიერა ტრავმითა და ცრემლებით დაასრულა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მსოფლიოს ყოფილმა მე-5 ჩოგანმა, ჟო-ვილფრიდ ცონგამ კარიერა დაასრულა. ლეგენდარულმა ფრანგმა ჩოგბურთელმა კარიერის ბოლო მატჩი დღეს, როლან გაროსზე ჩაატარა. ცონგა კასპერ რუდის წინააღმდეგ 4 სეტიან დაძაბულ ბრძოლაში, 7:6; 6:7  2:6; 6:7 დამარცხდა. გადამწყვეტი ტაიბრეიკის წინ ჟოს მხრივ ტრავმამ შეაწუხა, რის გამოც ის ბურთის ძლიერად ჩაწოდებასაც ვერ ახერხებდა.

ცონგას ფინალური შეხვედრა ემოციური გამოდგა - რუდის ექვსმაგი მატჩ პოინტის დროს 37 წლის ფრანგმა ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა, სამშობლოში შეკრებილმა გულშემატკივარმა კი ლეგენდა ტაშით გააცილა. კარიერის მანძილზე ჟო-ვილფრიდ ცონგამ 18 ტიტული მოიგო. ფრანგი 2008 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტია.