Belive

ცვლილება ჩოგბურთში | დიდ სლემებზე გადამწვეტი სეტის წესი იცვლება

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საჩოგბურთო სამყაროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს - დიდი სლემის ტურნირებზე გადამწვეტი სეტის წესი შეიცვალა.  საქმე იმაშია, რომ დიდი სლემის ტურნირებზე, მე-5 სეტში თამაში იქამდე გრძელდებოდა, სანამ რომელიმე ჩოგბურთელი 2-გეიმის უპირატესობით არ გავიდოდა წინ. ანუ, ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ანგარიშით 6:6-ზე ტაიბრეიკი არ ინიშნებოდა. აღნიშნული წესის გამო, 2010 წლის უიმბლდონის საჩოგბურთო ასპარეზი მსოფლიო ჩოგბურთისათვის ისტორიული აღმოჩნდა.

უამრავი რეკორდი ერთ მატჩში | ისტორიული შეხვედრა უიმბლდონზე, რომელიც ნიკოლას მაიუსა და ჯონ ისნერს შორის გაიმართა, სადაც გადამწყვეტ სეტში მოთამაშეებმა 138 გეიმი ითამაშეს.


ამიერიდან, ზემოთხსენებული წესი იცვლება, დიდი სლემის ტურნირზე, მე-5, გადამწყვეტ სეტში, ანგარიშით 6:6-ზე გაიმართება ტაიბრეიკი, სადაც 7-ის ნაცვლად, თამაში 10 ქულამდე გაგრძელდება. ახალი წესი, პირველივე დიდი სლემის ტურნირიდან, ანუ ამ შემთხვევაში, როლან გაროსიდან ამოქმედდება.  

სხვა სტატიები