Belive

უამრავი რეკორდი ერთ მატჩში | ისტორიული შეხვედრა უიმბლდონზე

2 წლის წინ ჩოგბურთი
4 წთ
2010 წლის უიმბლდონის საჩოგბურთო ასპარეზი მსოფლიო ჩოგბურთისათვის ისტორიული არადამახასიათებელ ჭრილში აღმოჩნდა - არადამახასიათებელ, ვინაიდან თითეული ჩატარებული უიმბლდონიც და ნებისმიერ დიდი სლემის ტურნირიც ჩოგბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ეწერება.  საქმე ეხება ჯონ ისნერისა და ნიკოლას მაიუს დაპირისპირებას. ეს გახლავთ შეხვედრა, რომელმაც როგორც უიმბლდონის ასევე ზოგადად ჩოგბურთის რეკორდები ერთი მეორეს მიყოლებით მოხსნა.

ყველაზე მეტი გეიმი - პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ისნერისა და მაიუს შეხვედრის განმავლობაში ჩოგბურთელებმა 183(!) საჩოგბურთო გეიმი ითამაშეს, რაც სრული რეკორდია. ყველაზე ხანგრძლივი შეხვედრა - მომდევნო რეკორდი გახლავთ სათამაშო დრო - ზემოთხსენებული დაპირისპირება დაუჯერებელი ხანგრძლივობის გახლდათ, ამერიკულ-ფრანგულმა დაპირისპირებამ 11 საათსა და 5 წუთს გასტანა. ყველაზე მეტი ეისი ერთი მოთამაშის მიერ ერთ მატჩში - ისტორიული შეხვედრის მონაწილე ჩოგბურთელებს საკმაოდ კარგი მოწოდება აქვთ და სწორედ ამ მიმართულებითაა ჩვენი მომდევნო რეკორდიც - ჯონ ისნერმა ერთ შეხვედრაში ერთი მოთამაშის მიერ მოწოდებული ეისების ოდენობით სრული რეკორდი დაამყარა, მან ეს ყველაფერი 113-ჯერ გააკეთა, რაც ყველაზე მთავარია აღნიშნულ სარეკორდო მაჩვენებელში ისნერს კვალზე ნიკოლას მაიუ ჰყავს, რომელმაც ამავე შეხვედრაში 103 ეისი შეასრულა. ყველაზე მეტი ეისი მატჩში - ლოგიკურია, თუ გეტყვით, რომ ისნერისა და მაიუს დაპირისპირება ტენისის ისტორიაში ყველაზე "უხვეისიანი" მატჩია, რაც ჩვენი სტატიის კიდევ ერთი რეკორდია. ყველაზე ხანგრძლივი სეტი - შეხვედრის ბოლო სეტი 8 საათსა და 11 წუთს გაგრძელდა. ყველაზე მეტი გეიმი ერთ სეტში - ისნერმა დასკვნით სეტში მეტოქე 70:68 დაამარცხა. ყველაზე მეტი მოგებული გათამაშება - ჯონ ისნერმა ისტორიულ შეხვედრაში 502 გათამაშება მოიგო. ყველაზე მეტი გათამაშება ერთ მატჩში - როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისნერმა 502 გათამაშება მოიგო, მას მცირედით ჩამორჩა მაიუ, რომელმაც 478 გათამაშებაში დაჯაბნა ამერიკელი მეტოქე, ჯამურად კი შეხვედრაში მაყურებელმა 980 გათმაშება იხილა. ყველაზე მეტი მიჯრით მოგებული გეიმი - ეს კიდევ ერთი გასაოცარი რეკორდია, მოთამაშეებმა ბრეიკის გარეშე მოიგეს ზედიზედ 84-84 გეიმი, ორივე მათგანმა, რის ხარჯზეც ჯამში გამოვიდა, რომ 168 გეიმის განმავლობაში ბრეიკი არ ყოფილა. ყველაზე მეტი მოგებული გეიმი ერთ მატჩში ერთი მოთამაშისაგან - ჯონ ისნერმა აღნიშნულ დაპირისპირებაში 92 გეიმი მოიგო, მისმა ფრანგმა მეტოქემ კი მასზე მხოლოდ ერთით ნაკლები, ანუ 91.

ისტორიული შეხვედრის დასკვნითი გეიმი (ვიდეო):



რაც შეეხება ისტორიული შეხვედრის შედეგს - ჯონ ისნერმა ნიკოლას მაიუ 5-სეტში, ანგარიშით - 6:4, 3:6, 6:7, 7:6, 70:68 დაამარცხა. რაოდენ დასანანიც არ უნდა იყოს ამერიკელი ჩოგბურთელი 2010 წლის უიმბლდონის ისტორიული პირველი რაუნდის შემდეგ ასპარეზს მეორე რაუნდშივე გამოემშვიდობა, თუმცა ასეთ ტურნირს ნამდვილად თითოეული ჩოგბურთელი ინატრებდა, ვინაიდან ისნერიც და მაიუც დიდი ალბათობით მრავალი წლის განმავლობაში იქნებიან ჩოგბურთის უამრავი რეკორდის მფლობელნი.    

სხვა სტატიები