Belive

უიმბლდონი გადადების ან გაუქმების საფრთხის წინაშეა

4 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის გამო, წლევანდელი დიდი სლემის ტურნირი - უიმბლდონი გადადების ან გაუქმების საფრთხის წინაშე დადგა, ამის შესახებ England Lawn Tennis Club იუწყება.

ტურნირის ორგანიზატორები ბალახის საფარზე გასამართი ერთადერთი დიდი სლემის ტურნირის მაყურებლის გარეშე ჩატარებას არც კი განიხილავენ, შესაბამისად ვირუსის გავრცელების რისკებისა და საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ტურნირის წლის ბოლოსთვის გადადებას მოიაზრებენ. "ჩვენი დიდი სურვილია, რომ ტურნირი ჩატარდეს და თანაც 2020 წელს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ მომდევნო კვირაში მივიღებთ", - აცხადებს ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 26 მარტის მონაცემებით, ბრიტანეთში კორონავირუსის 9529 შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც 465 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი შეზღუდვის თანახმად, ყველა საჩოგბურთო ღონისძიება 7 ივნისამდე შეჩერებულია. შესაბამისად გადაიდო არაერთი ტურნირი მათ შორის ინდიან უელსი, რომისა და მადრიდის მასტერსები. კორონავირუსმა უიმბლდონამდე კიდევ ერთი დიდი სლემის ტურნირის ბედი შეცვალა, ეს გახლავთ საფრანგეთის ღია პირველობა, რომელიც ნაცვლად მაისისა სტარტს 20 სექტემბერს აიღებს და 4 ოქტომბრამდე გასტანს.  

სხვა სტატიები